მიმღები რეგისტრატორი
კლინიკა "ემბრიონი რეპროდუქციული ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N4 სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
ფუნქცია მოვალეობები:
- კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, გადამოწმება და რეგისტრაცია;
- პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
- სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- განიხილება გამოცდილების გარეშე
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ შპს "ემბრიონი რეპროდუქციული ინსტიტუტი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.