8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

X58B7QAW 9 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

თიბისი კონცეპტის კაფე

თიბისი კონცეპტის კაფე

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1400 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კაფის სივრცის მომზადება, სტუმრების მისაღებად
  • მენიუს და კერძების შემადგენლობის დეტალური ცოდნა
  • სერვისის სტანდარტების დაცვა
  • სტუმრისთვის, სპეციალური შეთავაზების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება
  • მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება
  • შეკვეთების სისტემურად უზრუნველყოფა, ანგარიშების კონტროლი
  • სისუფთავის დაცვა
  • არსებული ღონისძიების სერვისით უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი 5 სამუშაო დღე (8+1) ანაზღაურება: 1400₾ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • კვებას;
  • ფიტპასს;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თიბისი კონცეპტის კაფე
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek