8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EQNG3YHT 9 Eyl tarihinde yayınlandı 64 görüntüleme

AS Georgia

AS Georgia

ჯუნიორ არქიტექტორი

AS Georgia Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის ზოგადი პროფილი:

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ჯუნიორ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება მიმდინარე არქიტექტურულ და სამშენებლო პროექტებში, მონაწილეობას მიიღებს სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში და ითანამშრომლებს პროექტის სხვადასხვა გუნდთან.

პოზიცია კარგი შესაძლებლობაა დამწყები არქიტექტორისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება არქიტექტურის და მშენებლობის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო და ტექნიკური ნახაზების მომზადება, დამუშავება და კორექტირება;
  • 2D და 3D მოდელების შექმნა და რედაქტირება;
  • დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად დიზაინისა და ტექნიკური ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადება, საჭირო მასალების ტექნიკური მახასიათებლების, სპეციფიკაციებისა და სერტიფიკატების მოძიება;
  • სამშენებლო, საპროექტო და სხვა შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა;
  • საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • დამკვეთსა და ქვეკონტრაქტორებს შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ კომუნიკაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით;
  • არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების წაკითხვის საბაზისო ცოდნა;
  • ArchiCAD-ის და AutoCAD-ის ცოდნა- აუცილებელია;
  • სასურველია SketchUp-ის, Revit-ის და Adobe Photoshop-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა- მინიმუმ B2 დონე;
  • შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • არქიტექტურისა და მშემენბლობის მიმართულებით განვითარების ინტერესი.

კომპანიის შეთავაზება:

  • მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პრაქტიკული გამოცდილების მიღებას არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულებით;
  • გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • პროფესიულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი 2026.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
AS Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek