მძღოლი
16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ლოკაცია: ზაჰესი, პლატინის ქუჩა 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის ქსელის მომარაგება პროდუქციით;
- სამუშაოს და პროცესების ოპტიმალურად გადანაწილება;
- ტვირთის ჩაბარება სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოდენობით;
- ტვირთის გადაზიდვა სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ადგილზე და ჩაბარება უფლებამოსილ პირთან;
- უსაფრთხოების მოძრაობის წესების და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა B, C კატეგორია.
სასურველი უნარები და კომპეტენციები
- ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
- ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის მართვის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- გუნდური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.