8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

X9D45EDF 14 Eyl tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

უნისონი

უნისონი

სამედიცინო შემთხვევების მართვის/ანაზღაურების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მართვის და ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში;
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა: განხილული ქეისების პასუხის შეტყობინება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით;
  • დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა;
  • განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;
  • ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე, მიმართვების გაცემა, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ელექტრონულად.
  • ვიწრო სპეციალისტზე, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებსა და მედიკამენტებზე მიმართვების გაცემა დანიშნულების ფურცლით ან მის გარეშე დიაგნოზის, ჩივილების საფუძველზე და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
  • მიმართვების გაგზავნა პროვაიდერ კლინიკაში ელექტრონულად;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეულისთვის ვიზიტის დაჯავშნაში დახმარება (ოჯახის ექიმთან ვიწრო სპეციალისტთან, კვლევებზე) სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებაში დახმარება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სამედიცინო შემთხვევების მართვის და ანაზღაურების მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
უნისონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek