8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

XDVY2V12 18 Eyl tarihinde yayınlandı 61 görüntüleme

MARK4

MARK4

მარკეტინგის მენეჯერი

MARK4 Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 19 Eki tarihine kadar başvurun

"MARK4" არის ბიზნეს პროცესების მართვის cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში.

გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც ჩაერთვება MARK4-ის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება;
  • ყოველთვიური კონტენტ-გეგმის მომზადება და შესრულების კოორდინაცია;
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • Meta Ads-ის კამპანიების მართვა და მონიტორინგი;
  • ტექსტური კონტენტის მომზადება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის;
  • დიზაინერთან და სხვა ჩართულ პირებთან კოორდინაცია;
  • MARK4-ის პროდუქტისა და სერვისების შესახებ მარკეტინგული მასალების მომზადება;
  • კონკურენტებისა და ბაზრის მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი;
  • კამპანიების ძირითადი შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
  • გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში.

რას ველოდებით:

  • მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას;
  • სოციალური მედიისა და Digital Marketing-ის ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნას;
  • Meta Business Suite / Ads Manager-თან მუშაობის გამოცდილებას;
  • კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის გამოცდილებას;
  • უპირატესობად ჩაითვლება B2B, IT, SaaS ან ტექნოლოგიურ პროდუქტთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • დრო: 10:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV. პორტფოლიოს ან განხორციელებული კამპანიების მაგალითების გაზიარება ჩაითვლება უპირატესობად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
MARK4
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek