8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

XG8VVND3 2 Eyl tarihinde yayınlandı 61 görüntüleme

ნოვა

ნოვა

პროგრამის ოპერატორი

ნოვა Dış ilan
Telavi Tam zamanlı Bilişim / Programlama
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „პროგრამის ოპერატორის“ პოზიციაზე თელავში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სასაწყობე ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა / კონტროლი; - საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა; - ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება; - ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური); - რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა; - საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება; - წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა); - მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.

ძირითადი მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა; - სასურველია 1C პროგრამის ცოდნა; - RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; - სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mJN82eEd

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნოვა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek