9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

XP4AG4EK 25 Ağu tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

ფაბრიკონი

ფაბრიკონი

შემდუღებელი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾2000–3500 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც არის:

  • მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი
  • მეტალის მილების და მილ. კვადრატების საჭრელი
  • პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.

დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს შემდუღებლის პოზიციაზე.

მოვალეობები: წინასწარ გამზადებული მეტალის ნახევარ ფაბრიკატების შედუღება ინვერტორული შედუღების აპარატის საშუალებით მოცემული ნახაზების მიხედვით.

მოთხოვნები:

  • ხელმარჯვეობა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.
  • გამოცდილება: შემდუღებლის ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელფასი 2000-3500 ლარი
  • კვებას.
  • ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას.
  • საწარმოში უბედური შემთხვევის დაზღვევას,
  • თანამედროვე სამუშაო იარაღებს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 14:00-15:00)
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო რუსუდან ჩხეტიანის N16

დაინტერესებული პირები გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე ასევე შეგიძლიათ გადმოგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფაბრიკონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek