ფინანსური მენეჯერის დამხმარე
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე.
ვაკანსიის აღწერა:
კომპანია ეძებს ფინანსური გამოცდილების მქონე ბუღალტრის დამხმარეს რომელიც მხარდაჭერას გაუწევს მენეჯერს შემდეგ მიმართულებებში:
- ბუღალტრული თვის დახურვების წარმოება
- ფინანსური ანგარიშგებების გამზადება
- ფულადი ნაკადების მონიტორინგი და წარმოება
- რეესტრების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება
- კონტრაგენტებთან ურთიერთქმედება და ნაშთებია დამუშავება
- ბუღალტრული ნაშთების შემოწმება და დამუშავება
- სხვა დავალებები განსაზღვრული მენეჯერის მიერ
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში.
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში.
- სასურველია საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებისა და ადგილობრივი საგადასახადო წესების ცოდნა.
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
- Excel-ის ცოდნა.
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
- ლოჯისტიკის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ხელფასი: 1500 GEL
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
- მდებარეობა: თბილისი, ორხევი
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.