9.836 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

Y0NJ3Q0N 20 Eki tarihinde yayınlandı 20 görüntüleme

მზარეული

Oturum açın ve başvurun
Görüşülür 21 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ვინ ვართ ჩვენ:

"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა. ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი.

აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში.

ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს.

რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას:

  • მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული;
  • ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • FitPass-ის აბონემენტს შეღავათიანი პირობებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოში შემოსული ნედლეულის მიღება, გადამოწმება და ჩაბარება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • შეკვეთების მომზადების პროცესში მონაწილეობა და მზარეულთან კოორდინაციით დროულად გაშვება;
  • ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციების ზუსტი დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შიდა სტანდარტების მკაცრი დაცვა;
  • სამუშაო პროცესში სამზარეულოს სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის დასრულებისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  • გუნდურად მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • მოწესრიგებულობა.

სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 5 დღე, 16:00სთ-00:00სთ ან 19:00-23:00სთ, თაბუკაშვილის ფილიალი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან და/ან სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz