9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Y0R2EKY6 28 Ağu tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ნარკოლოგიური ამბულატორიის რეგისტრატორი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - ნარკოლოგიური ამბულატორიის რეგისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული ამბულატორული პაციენტების რეგისტრაცია; - ვიზიტების გაფორმება და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; - ერთჯერადი სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმებისა და აღრიცხვიანობის ცნობის რეგისტრაცია და გაცემა; - ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ანალიზის საფუძველზე გაცემული ცნობების რეგისტრაცია. - ლაბორატორული ანალიზების რეგისტრაცია; - სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდება შესაბამის სტრუქტურული ერთეულებისათვის; - საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ბარათის მოძიება და არქივიდან გამოთხოვა - რიგების მართვა; - ამბულატორიული განყოფილების უფროსთან, გამოკვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციისა და დღის ბოლოს სტატისტიკური მონაცემების მიწოდება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - მოტივირებულობა; - შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00 საათამდე. მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek