სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი
კლინიკა აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- უცხოელი პაციენტების კლინიკის შიდა ვიზიტების დაგეგმვა და მართვა
- საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული მოლაპარაკებების წარმოება
- პაციენტებთან კომუნიკაცია (ტელეფონი, პირადი, სოც. ქსელები)
- მარტივი ადმინისტრაციული საკითხების მართვა
- სადაზღვევოსთვის პაციენტების საბუთების მომზადება
მახასიათებლები:
- სასურველია გავლილი ჰქონდეს კლინიკის მართვის, მარკეტინგის, ან მსგავსი კურსები
- შრომისმოყვარე, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- საოფისე პროგრამები, ელფოსტა;
- აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული
- ივრითის ცოდნის და საერთაშორისო პაციენტებთან ურთიერთობის გამოცდილების შემთხვევაში, კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა
- გამოცდილება სტომატოლოგიის სფეროში
სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენების დღე - კვირა მის.: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის 1 საორიენტაციო ხელფასი: 2000-3500 ლარი (ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის პიროვნულ შესაძლებლობებზე, მახასიათებლებზე და გამოცდილებაზე)
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.