9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Y7A7FAP6 31 Ağu tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

რეპროარტი

რეპროარტი

ტექნიკური მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე

პოზიციის აღწერა:

კლინიკის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური სისტემების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა, ასევე კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო, სარემონტო და აღდგენით პროექტებზე კონტრაქტორების სამუშაოების მართვა, კოორდინაცია და ინსპექტირება;
  • სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტის გეგმებთან, ხარისხის სტანდარტებთან, სამშენებლო კოდექსებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან;
  • სამუშაოების მიმდინარეობისა და დასრულების ადგილზე ინსპექტირება;
  • მასალების, მოწყობილობებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება;
  • უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
  • აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კონტრაქტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაოების მოცულობის აღწერილობის (Scope of Work) მომზადება;
  • ტექნიკური სამუშაოების შემოწმების შედეგების, გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოსასწორებელი/დასასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მომზადება.
  • გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი და შემდგომი მონიტორინგი;
  • კონტრაქტორების წინადადებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ანგარიშ-ფაქტურების ადმინისტრირება;
  • სამუშაოების შესრულების ვადების მონიტორინგი;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულების, არსებული პრობლემებისა და პროგრესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია: უმაღლესი განათლება საინჟინრო, მექანიკურ, ელექტრო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
  • სასურველია: დამატებითი განათლება/კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით.
  • აუცილებელია: მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე, ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის მიმართულებით.

ზოგადი კომპეტენციები:

  • ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე. Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 2026 წელი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
რეპროარტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek