საწყობის თანამშრომელი
კომპანია ,,აპოტრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს, პირველივე წლებში კომპანიამ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია ავტონაწილებისა და საავტომობილო ზეთების ბაზარზე. 2020 წლიდან კომპანიის პროფილი გაფართოვდა და სერვისის მიმართულებით განაგრძო განვითარება. კომპანია ,,აპოთრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭებათ B კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირებს
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
- საწყობის მენეჯერთან შეთანხმებული მუშაობა; - პროდუქციის დასაწყობება; - ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება. - დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ტვირთის გადაცემა. - საჭიროების შემთხვევაში საქონლის გადაზიდვა მანქანით ფილიალებში. - საწყობის აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. - საწყობის დალაგება დასუფთავება.
მოთხოვნები:
- ენერგიული,
- შრომისმოყვარე,
- პუნქტუალური,
- გუნდური მუშაობის უნარი,
- ზრუნვა თვითგანვითარებაზე სხვა პოზიციებზე გადასვლის მიზნით.
სამუშაო პირობები:
- 5 სრული სამუშაო დღე - საწყისი ხელფასი 1000 ლარიდან
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ზოლში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.