8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YQATYQQ6 4 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

რედ განეში

რედ განეში

წარმოების ბუღალტერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾3000 / ay 5 Eki tarihine kadar başvurun

შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე!

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართულ კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა N43.
  • ანაზღაურება: (NET) 3000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, აქტები) სათანადო დამუშავება;
  • ნედლეულის, მასალებისა და სხვა საწარმოო ხარჯების სრული აღრიცხვა და კონტროლი;
  • პირდაპირი და არაპირდაპირი წარმოების ხარჯების განაწილება და კალკულაცია;
  • პროდუქციის თვითღირებულების დათვლა და ანალიზი;
  • წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა;
  • წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დამზადებული შუალედური პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
  • წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
  • ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოებული წუნდებული ნედლეულის და პროდუქციის აღრიცხვა;
  • ფინანსური პროგნოზების მომზადება საწარმოო განყოფილებისათვის;
  • ტექნოლოგიური და საწარმო დანაკარგების აღრიცხვა;
  • ნედლეულის, შუალედური, მზა ნაწარმის, დღის ნაშთების კონტროლი;
  • აღწერა და ინვენტარიზაცია;
  • თვითღირებულებების კონტროლი, რეცეპტურების ანალიზი და გადახრის ანალიზი;
  • მენეჯმენტისათვის ხარჯების ანალიტიკური ანგარიშების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების სფეროში;
  • საწარმოო ბუღალტერიაში მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დიდ და თანამედროვე საწარმოს გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • უფასო კვებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების ბუღალტერი".

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
რედ განეში
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek