9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

YRA3TB24 25 Ağu tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების მასწავლებელი

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების მასწავლებლის პოზიციაზე გელოვანის/წყნეთის კამპუსში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

  • პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
  • მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
  • მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან

*კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

განათლება (სასურველია, რომელიმე ამ ჩამონათვალიდან):

  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია;
  • დიზაინი

გამოცდილება:

  • მინ. 1 წელი
  • სკოლის ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა (სასურველია სასკოლო სივრცეში);

საჭირო კომპეტენციები:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარების ცოდნა
  • 3D მოდელირებისა, ელექტრო ინჟინერიისა და პროგრამირების ცოდნა (მინიმალურ დონეზე)
  • (უპირატესად ჩაითვლება) რობოტიკის საბაზისო ცოდნა
  • AI გამოყენება და ეფექტური ინტეგრირება სასწავლო პროცესში
  • ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაცია
  • კომპიუტერული უნარები
  • კლასის აქტივობების დაგეგმვის უნარი
  • სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ⁠მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
  • პრობლემური სიტუაციების მშვიდად გადაწყვეტის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ემპათია
  • კულტურული განსხვავებების პატივისცემა
  • ეფექტიანი კომუნიკაცია
  • სწრაფი რეაგირება მოსწავლეთა გამოწვევებზე
  • რთულ სიტუაციებში ბალანსის შენარჩუნება
  • დროის მართვა და ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობა
  • მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრა
  • სიძნელეების განსაზღვრა/გათვალისწინება
  • საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ⁠ კვებას;
  • ⁠ ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. მაგალითად - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების მასწავლებელი (გელოვანის/წყნეთის კამპუსი).

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek