8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Z6HAFXAR 21 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 20 Eki tarihine kadar başvurun

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ - კვირა ( თვეში ორი შაბათი )

მოთხოვნები: - მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი - თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა - მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა - შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მოვალეობები: - პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე. წარუდგენს გეგმას სავაჭრო ობიექტის ყველა თანამშრომელს და ორგანიზებას უკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით. - პასუხისმგებელია სუპერმარკეტში არსებულ ფულად-სასაქონლო და სხვა ფასეულობებზე. - ვალდებულია დაიცვას სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმები. - პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე. - აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს. - ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს. - ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს. - ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლიანობა; - კომუნიკაბელურობა; - პუნქტუალურობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს! სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ტელ: + 995 32 2 907 907

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek