გაყიდვების სპეციალისტი
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, კომპანიის პროდუქტების გაცნობა და მათთვის შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვების გეგმებისა და ანალიზის შედგენა;
- კომპანიის პროდუქტების გაყიდვა მიზნების და გეგმის შესაბამისად;
- კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი.
- გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი კატეგორიების მიხედვით და მისი სტიმულირებისთვის სამოქმედო გეგმების შედგენა;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა;
- შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS Office, Windows, სრუყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- გაყიდვების უნარი;
- მოლაპარაკების უნარი
- პასუხისმგებლობიანი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 24 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.