8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZKMS3EZR 15 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ახალი ქსელები

ახალი ქსელები

ენერგეტიკოსი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) დასვენების დღე: 2 (შაბათი და კვირა)

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • კომპანიის ობიექტებზე ელექტროენერგიის სისტემებისა და ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • ელექტრო ქსელების, გამანაწილებელი ფარების, კაბელების, ავტომატური ამომრთველებისა და დამცავი სისტემების შემოწმება;
  • ელექტრო მოწყობილობების გეგმური და პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების ორგანიზება;
  • ელექტრო სისტემებში წარმოქმნილი გაუმართაობებისა და ავარიული შემთხვევების დროული გამოვლენა და აღმოფხვრის პროცესის უზრუნველყოფა;
  • გენერატორების, UPS სისტემების, სტაბილიზატორებისა და სხვა სარეზერვო ენერგომოწყობილობების გამართულობის კონტროლი;
  • ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა/ანალიზი;
  • ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და ენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
  • ელექტრო მოწყობილობების მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება/ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორი კომპანიებისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოების კოორდინაცია;
  • ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან და შესაბამის ტექნიკურ სამსახურებთან კომუნიკაცია;
  • ელექტრო სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების დაცვის კონტროლი;
  • ელექტრო სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
  • ახალი ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში მონაწილეობა;
  • ელექტრო მოწყობილობების მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება/ზედამხედველობა;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ელექტროენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ენერგეტიკოსის/ელექტროინჟინრის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • ელექტროენერგეტიკული სისტემებისა და ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი ტექნიკური ნორმების ცოდნა;
  • ელექტრო სქემების წაკითხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გააზრების უნარი;
  • გენერატორების, UPS სისტემებისა და სარეზერვო კვების სისტემების შესახებ ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაკვირვების და დაგეგმარების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემის სწრაფად გადაწყვეტისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • რისკების შეფასების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე და დანიშნულების ველში კი მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ენერგეტიკოსი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ახალი ქსელები
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek