8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZT5BBT1H 17 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

კომპლექსი კრუიზი

კომპლექსი კრუიზი

რესტორნის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾4000 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრებისთვის მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა
  • პერსონალის მართვა, გადამზადება და მოტივაცია
  • სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია
  • მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი
  • სანიტარული, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
  • სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება
  • ლიდერული და ძლიერი ორგანიზაციული უნარები
  • სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კომპლექსი კრუიზი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek