საქმის მწარმოებელი/ობიექტის მენეჯერი
"ადკ ინჟნერინგი" აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებელის/ობიექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი სექტორი: სამშენებლო-საინჟინრო. ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმების შემდგომ.
ძირითადი მოვალეობები:
- MEP სამუშაოების წარმოების ორგანიზება და ყოველდღიური კონტროლი ობიექტზე;
- გათბობა-გაგრილების (HVAC), ვენტილაციის, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია;
- ქვეკონტრაქტორებისა და სამონტაჟო ჯგუფების მართვა;
- საპროექტო ნახაზებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი;
- სამუშაოების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
- MEP სისტემებს შორის კოლიზიებისა და ტექნიკური საკითხების დროული გამოვლენა და შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი;
- მასალების საჭიროებების განსაზღვრა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
- პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და სხვა სამშენებლო მიმართულებებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
- პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეგულარული რეპორტინგის წარმოება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლასა და ფორმა №2-ის კალკულაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MEP/სამშენებლო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- საინჟინრო ნახაზების თავისუფლად წაკითხვის უნარი;
- HVAC, ვენტილაციის, სანტექნიკისა და ელექტრო სისტემების სამუშაო პროცესების ცოდნა;
- სამშენებლო პროცესებისა და სამუშაოთა თანმიმდევრობის კარგი ცოდნა;
- ქვეკონტრაქტორებთან და სამუშაო ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- MS Excel-ის კარგად ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
- AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.