კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი
„10x“ ეძებს კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მსმენელების კარიერულ განვითარებას, პროფორიენტაციასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ძირითადი მოვალეობები: - სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ვაკანსიების, სტაჟირებებისა და კარიერული შესაძლებლობების მოძიება და გაზიარება; - დამსაქმებლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; - კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა CV-ების ბაზის შექმნა, განახლება და პოტენციურ დამსაქმებლებთან გადაგზავნა; - შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და პროფორიენტაციული/საორიენტაციო შეხვედრების დაგეგმვა; - არაფორმალური საგანმანათლებლო და სტუდენტური ღონისძიებების (ვორქშოპები, ტრენინგები, საჯარო ლექციები) ორგანიზება და მართვა; - მიმართულების ფარგლებში სტატისტიკისა და ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი); - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს პროექტების კოორდინაციის გამოცდილება; - გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი; - ღონისძიებებისა და პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი:მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38 - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00 - 18:00 ) - ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე (CV); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
შერჩევის ეტაპები და განაცხადის მიღება: დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე. განაცხადების მიღების ვადა: 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით;
შენიშვნა: გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი”
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.