ფილიალის მენეჯერის თანაშემწე (ნუცუბიძის ფილიალი)
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
ფილიალი: ქ. თბილისი, პ.დათუაშვილი N7
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1700 ლარი ( გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600)
ფუნქცია-მოვალეობები: - სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება; - მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა); - პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
- სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
- სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
- პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“)
- დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;
- დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;
- საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/N7yCGPIe
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.