მიმტანი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია; ** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა; ** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** თავაზიანი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადის შერვაძის აღმართი #78; ** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი); ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით; ** კვება: უზრუნველყოფილია.
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"; ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში.
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას; ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას; ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას; ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.