← ყველა ვაკანსია

02BRG8VV გამოქვეყნდა 17 ნოე 1 ნახვა

CEO-ის პირადი ასისტენტი

DEUS HOLDING

DEUS HOLDING

DEUS HOLDING გარე განცხადება
₾3200 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

Luxium აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: CEO-ის პირადი ასისტენტი (სრული განაკვეთი)

Luxium — შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო ფინტექ და ბლოკჩეინ კომპანია აცხადებს სრულ განაკვეთზე CEO-ის პირადი ასისტენტის ვაკანსიას.

თუ ხარ ენერგიული, დისციპლინირებული, სწრაფად აზროვნებ, არ გაშინებს მაღალი პასუხისმგებლობა და გსურს იმუშაო საერთაშორისო დონეზე, ეს შესაძლოა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყოს.

ძირითადი მოვალეობები

  • CEO-ის ყოველდღიური სამუშაო პროცესის სრული ორგანიზება.
  • შეხვედრების, კალენდრისა და მოგზაურობების დაგეგმვა.
  • კომუნიკაცია პარტნიორებთან, ინვესტორებთანა და გუნდთან.
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და ოპერატიული დავალების შესრულება.
  • CEO-ისთვის საჭირო ნებისმიერი საკითხის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.
  • მაღალი კონფიდენციალურობის დაცვა.
  • საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული ამოცანების შესრულება.

მოთხოვნები

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (აუცილებელია).
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სწრაფი აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების სურვილი.
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის მზადყოფნა.
  • მოქმედი პასპორტი და მოგზაურობისთვის მზადყოფნა.
  • კანდიდატი მზად უნდა იყოს გრძელვადიანი მივლინებებისთვის

განსაკუთრებული შესაძლებლობა: რამდენიმე თვეში კანდიდატს მოუწევს CEO-სთან ერთად საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობა. კომპანია სრულად უზრუნველყოფს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

ეს ნიშნავს, რომ გექნება შესაძლებლობა იმოგზაურო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დაესწრო მაღალი დონის ბიზნეს შეხვედრებს, კონფერენციებსა და ღონისძიებებს და ახლოდან მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კომპანიის განვითარებაში.

კომპანიის ზრდასთან ერთად, წარმატებულ კანდიდატს ექნება რეალური კარიერული განვითარების შესაძლებლობა და მომავალში შეძლებს დაიკავოს Luxium Georgia-ს ადმინისტრაციული ან მმართველი პოზიცია.

რას გთავაზობთ

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებას.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • საერთაშორისო გარემოში მუშაობას.
  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას.
  • ყოველდღიურ მუშაობას კომპანიის CEO-სთან.
  • სწრაფ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას.
  • უნიკალურ გამოცდილებას საერთაშორისო ბიზნესში.

ანაზღაურება: პირველი 6 თვის განმავლობაში: 3,200 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით). წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, მე-7 თვიდან: 5,200 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით).

თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად გაუმკლავდება, გამოგვიგზავნე შენი CV (რეზიუმე) სურათით.

Luxium ეძებს არა უბრალოდ ასისტენტს, ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც გახდება CEO-ის მარჯვენა ხელი და კომპანიის მომავალი ლიდერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ელექტრო ინჟინერი / სადგურის ოპერატორი

ახალი
ბრაით ენერჯი მარნეული სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ 17 ნოე 17 ნოე

ტექნიკური განყოფილების უფროსი

ახალი
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ 17 ნოე ₾3500 17 ნოე

სივრცის კოორდინატორი

ახალი
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ 17 ნოე 17 ნოე

პროექტის სტაჟიორი

ახალი
კავკასიის რეგ. გარემოსდაცვითი ცენტრი თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გარე განცხადება 17 ნოე 17 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა