← ყველა ვაკანსია

56VT1GY9 გამოქვეყნდა 17 ნოე 2 ნახვა

ბუღალტერი

JC GLOBAL

JC GLOBAL

JC GLOBAL გარე განცხადება
₾2500 / თვეში ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

შპს ჯეისი გლობალი პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ ბუღალტერს. თანამშრომელი იმუშავებს მსხვილი საწარმოო კომპანიის ბუღალტრულ გუნდში და აწარმოებს კომპანიის იმპორტის ოპერაციების აღრიცხვას.

ძირითადი მოვალეობები

  • იმპორტის საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვა ინკოტერმსის პირობების შესაბამისად, იმპორტის დღგ-ისა და ბაჟის ასახვა და მათი საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი;
  • იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების ფორმირება: ტრანსპორტირება, საბაჟო და სხვა დამატებითი ხარჯები;
  • იმპორტირებული საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შეჯერება, სხვაობების და მიღებული საკრედიტო ნოტების აღრიცხვა;
  • დებიტ ნოტების მომზადება და გაგზავნა მომწოდებლებისთვის (ნაკლებობა, დაზიანება, ფასის სხვაობა);
  • მომწოდებლებთან შედარების აქტების მომზადება, გაგზავნა, სხვაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • ტრანზიტში მყოფი საქონლის კონტროლი;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან შედარების აქტები და რეესტრის წარმოება;
  • უცხოელი მომწოდებლების საავანსო და საკრედიტო ანგარიშების სისწორის კონტროლი, საკურსო სხვაობები;
  • იმპორტირებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • იმპორტის დღგ-ის რეესტრის მომზადება ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში.

ჩანაცვლება ხელფასებისა და ძირითადი საშუალებების ბუღალტრის არყოფნისას (შვებულება, ავადმყოფობა) თანამშრომელი ჩაანაცვლებს მას და შეასრულებს შემდეგ მოვალეობებს:

ხელფასები

  • HR დეპარტამენტიდან მიღებული ხელფასის გაანგარიშების ფაილების დამუშავება;
  • ხელფასის პროგრამულად დარიცხვა შესაბამისი ხარჯის და/ან დანახარჯთა ცენტრის ანგარიშზე;
  • შვებულებების, საავადმყოფო ფურცლების (ბიულეტენების) და სხვა დარიცხვების აღრიცხვა;
  • საშემოსავლო და სახელფასო საბუღალტრო ანგარიშების სისწორის კონტროლი და მართვა;
  • ფიზიკური პირების იჯარისა და მომსახურების დარიცხვა და დაბეგვრა.

ძირითადი საშუალებები

  • ძირითადი საშუალებების შეძენის, ექსპლუატაციაში მიღებისა და გადაადგილების აღრიცხვა;
  • ცვეთის ყოველთვიური დარიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების ჩამოწერა, გაყიდვა და გაუფასურება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • კაპიტალური და მიმდინარე რემონტის ხარჯების დოკუმენტაციის აღრიცხვა;

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვის გამოცდილება მინიმუმ [2] წელი;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა, განსაკუთრებით დღგ-ისა და საბაჟო საკითხების;
  • Incoterms-ის პირობების ცოდნა;
  • rs.ge-ის პორტალთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საბაჟო დეკლარაციებთან;
  • ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (FINA უპირატესობაა);
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა უცხოური ინვოისებისა და დოკუმენტების წასაკითხად;
  • სიზუსტე, ორგანიზებულობა და ვადების დაცვის უნარი.

უპირატესობა

  • საწარმოო ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ხელფასებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის გამოცდილება;
  • სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ან ACCA-ს მოდულები;
  • რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სრულ განაკვეთზე სამუშაოს, 9:30-6:30;
  • ანაზღაურება 2500 ლარიდან კანდიდატის გამოცდილების და შეთანხმების შესაბამისად;
  • მუშაობას სტრუქტურირებულ გუნდში, მკაფიოდ განსაზღვრული როლითა და ვადებით;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • დაზღვევას
  • კოპრორატიულ ტელეფონს
  • FIT PASS

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის ქუჩა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა