7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

03NFW8SV გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

ცივი კერძების მზარეული

რესტორანი მაისის ეზო via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს ცივი კერძების მომზადებას რესტორნის სტანდარტებისა და დადგენილი რეცეპტურების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები - ცივი კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად; - შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მომზადება და გაშვება; - კერძების ვიზუალური გაფორმებისა და პორცირების სტანდარტების დაცვა; - სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტებისა და ინგრედიენტების წინასწარი მომზადების ორგანიზება; - მზარეულის დამხმარისთვის ყოველდღიური დავალებების მიცემა და სამუშაოს სწორად გადანაწილება; - დამხმარის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; - პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი; - პროდუქციის სწორად შენახვა, განთავსება და მარკირება; - მაცივრებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება; - პროდუქციის ნაშთების კონტროლი და საჭიროებების დროული დაფიქსირება; - საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა; - სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავის დაცვა; - სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მზარეულად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია; - ცივი კერძების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - კერძების მომზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა; - რეცეპტურისა და პორცირების სტანდარტების ზუსტად დაცვის უნარი; - სამუშაო პროცესისა და დამხმარის საქმიანობის ორგანიზების უნარი; - სწრაფად, ხარისხიანად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა და დისციპლინა; - სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დაცვა.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისი ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maisisezo@restaurantmaisi.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551999888

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
რესტორანი მაისის ეზო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა