7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

03PSS29D გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი

ევრო პანელ ჯგუფი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია „ევრო პანელ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე. https://panels.ge/ https://www.facebook.com/europanels.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტება

ძირითადი მოვალეობები: - ობიექტების მონიტორინგი; - თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი; - შესრულებული სამუშაოს აზომვითი ნახაზების წარმოება, აღწერა და ხარისხის კონტროლი; - სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი; - რეპორტინგის წარმოება;

სავალდებულო მოთხოვნები: - გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი; - საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel); - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი; - სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

პერსონალური უნარები: - დისციპლინირებული; - პასუხისმგებლიანი; - თანმიმდევრული; - საქმისადმი ერთგული; - სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@europanels.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ევრო პანელ ჯგუფი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა