8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

06454AVJ გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

შეფ-მზარეული

Brød გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾3500 / თვეში ბოლო ვადა:

"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

რესტორანი "BRØD"-ის გუნდში ვეძებთ შეფ-მზარეულს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ანაზღაურება: 3500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მზარეულთა გუნდის მართვა, სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა

** სამზარეულოს ინვენტარის/მოწყობილობების მართვა და მონიტორინგი

** მენიუსა და პროდუქციის მართვა, საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად

** შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა

** ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი

** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** პასუხისმგებლიანობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვწეროთ ან თქვენი CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკოთ:.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Brød
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის