გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

071R56EQ გამოქვეყნდა 10 ნოე 12 ნახვა

სამშენებლო მასალების ლაბორატორიის სპეციალისტი

სპეცკომფორტი

სპეცკომფორტი

სპეცკომფორტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 დეკ
შესვლა და განაცხადი
ტრანსპორტი სახლამდე · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

„სპეცკომფორტი“ — წამყვანი ქართული კომპანია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებაში, 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ხარისხის, ინოვაციურობისა და მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლებაზე.

სწორედ აქ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი და მიიღოთ გამოცდილება სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში.

კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ სამშენებლო მასალების ლაბორატორიის სპეციალისტს.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო მასალების ლაბორატორიული შემოწმებებისა და გამოცდებისა და ანალიზების ჩატარება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
  • ლაბორატორიული კვლევების შედეგების დამუშავება, ოქმების, დასკვნებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
  • ლაბორატორიული მოწყობილობებისა და საზომი ხელსაწყოების გამართული მუშაობის კონტროლი და მათი სწორი გამოყენების უზრუნველყოფა.
  • გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ შესაბამისი ხელმძღვანელობის ინფორმირება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.
  • ლაბორატორიული დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება, შენახვა და სისტემატიზაცია.
  • საქართველოს მოქმედი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვა.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიის საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, ტექნიკური ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამშენებლო მასალების ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ლაბორატორიული მოწყობილობებისა და საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაფერისად
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00;
  • დასვენება და სამუშაო დღეები შეთანხმებით.
  • სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი ;
  • ტრანსპორტით უზრუნველყოფა სარაჯიშვილის მეტრო-დან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა