ინსტალატორი
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
- გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
- მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ყოლა
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
ბენეფიტები კომპანიისგან:
- ავტომობილის დაზღვევა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
- საწვავით უზრუნველყოფა
- მანქანის ცვეთის ხარჯი
სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იყოს პოზიციის დასახელება: "ინსტალატორი თბილისში".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.