გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

07A7CQX9 გამოქვეყნდა 20 ნოე 15 ნახვა

სტაჟირება კატეგორიის მენეჯერის მიმართულებით

ახალი ხედვა გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს სტაჟირებას კატეგორიის მენეჯერის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქ.N17 სტაჟირება ანაზღაურებადია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კატეგორიაში შემავალი პროდუქტებისა და ბრენდების შესწავლა;
  • გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზში მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა, ფასებისა და ასორტიმენტის მონიტორინგი;
  • ახალი პროდუქტებისა და ბრენდების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • პროდუქციის მარაგებისა და გაყიდვების დინამიკის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო შეთავაზებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა;
  • გაყიდვების გუნდთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
  • კატეგორიის მენეჯერისთვის სხვადასხვა ანალიტიკური და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
  • სტაჟირების ფარგლებში მიიღებთ:
  • პრაქტიკულ გამოცდილებას კატეგორიის მართვის მიმართულებით;
  • გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და ასორტიმენტის მართვის პროცესების გაცნობის შესაძლებლობას;
  • გამოცდილი პროფესიონალისგან სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კატეგორიის მენეჯერის სტაჟიორი).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა