8375 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

08QQ04C8 გამოქვეყნდა 9 სექ 5 ნახვა

Midea

Midea

მაღაზიის მენეჯერის ასისტენტი

Midea გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1200–900 / თვეში ბოლო ვადა:

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე ბათუმში მეტრო სითის მოლში.

ფუნქცია-მოვალეობები: - შოურუმის თანამშრომელთა მართვა, მათი სამუშაო პროცესის მართვა და გრაფიკების კონტროლი. - კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონსულტანტებისთვის კომპანიის სტანდარტების და რეგულაციების გაცნობა; კონსულტანტების მიერ, სამუშაო პროცესში სწორი კონსულტირების მონიტორინგი და რეაგირება; - შოურუმის ინტერიერში წესრიგის კონტროლი; - შოურუმში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა; - შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა/კოორდინირება; ინვენტარიზაციის შედეგების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება; - კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების პროცესში კლიენტის დახმარება განაცხადის შევსების პროცესში და შევსებული განცხადების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება; - აქციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება, კონსულტანტებისთვის მიწოდება; - ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო ბარათების პროცენტული სარგებლის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მყიდველს. - განახორციელოს საცალო/საბითუმო/აგენტის ფასდათმობისგან განხვავებული (დაბალი) ფასით რეალიზაცია ფინანსურ დირექტორთან შეთანხმებით; - საწყობთან კოორდინირებული მუშაობა. - ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; - შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); - რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია); - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - თავაზიანობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: - ხელფასი: ფიქსირებული 1200 ლარი. - ბონუსი: 500-900 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: - კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით. ცვლებში 10-19 საათამდე და 13-22 საათამდე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/y2dC

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Midea
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა