ბუღალტერი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 14; სამუშაო საათები: 10:00 - 18:00.
ძირითადი მოვალეობები: - ყოველდღიური ბუღალტურული ოპერაციების შესრულება; - შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა; - პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება; - დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება; - სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება; - უშაუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ფინანსების განხრით; - სასურველია ACCA-ს I დონის სერტიფიკატი; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა; - სასურველია პროგრამა 1C-ის, ORIS-ის ცოდნა; - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.