8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

09KCAT4E გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ოფისის მენეჯერი

ტექნეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1250 / თვეში ბოლო ვადა:

IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;

** შეხვედრების ორგანიზება და კალენდრის მართვა;

** ოფიციალური დოკუმენტაციისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადება ქართულ ენაზე;

** პარტნიორებთან და გარე ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება (მაგ.: დაზღვევის გაკეთება როგორც ავტომობილებზე აგრეთვე, თანამშრომლებისთვის სადაზღვევო კომპანიების მოძიება; კონტროლი ვადის გასვლამდე და კონკურენტუნარიანი ფასების მოძიება);

** ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა;

** საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მხარდაჭერა (მაგ. ⁠ვაკანსიების დროული განთავსება);

** დოკუმენტბრუნვის მართვა და არქივის მოწესრიგება;

** ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;.

** კომპანიაში დასაქმებულების მოსვლა-წასვლის კონტროლი;

** კომპანიის ბალანსზე ავსებული ნივთების დასაქმებულებისთვის, მიღება-ჩაბარების აქტით გაცემა და დაბრუნების შემდეგ ვარგისიანობის შემოწმება და შესაბამისი დაბრუნების აქტის წარმოება;

** კომპანიის ხარჯით დასაქმებულებისათვის ტაქსის გამოძახება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება

** ადმინისტრატორად, ოფის-მენეჯერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, სამუშაო დონეზე, როგორც წერილობით, ისე კომუნიკაცია.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** დროის ეფექტური მართვის უნარი

** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:30-19:00

** ადგილმდებარეობა: თბილისი

** ანაზღაურება: 1250 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებული კანდიდატებისთვის:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV. სათაურში მიუთითეთ: "ოფისის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტექნეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის