8546 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0A0D6EYN გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

One Point გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვასა და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება;

** პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;

** საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის;

** მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება;

** მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი;

** მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში.

მოთხოვნები:

** საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

** ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კვების თანხას;

** სატელეფონო ლიმიტს.

სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე:. სათაურის ველში მიუთითეთ: "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
One Point
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა