მძღოლ-დისტრიბუტორი
კომპანია „მერკო გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები
- საწყობში შეკვეთების მომზადება, დაკომპლექტება და პროდუქციის მიტანა-დარიგება სამარშრუტო-სატვირთო ავტომობილით.
- საწყობებს შორის პროდუქციის გადაადგილება და ლოგისტიკური პროცესების მართვა.
- მარაგების აღრიცხვა, სისტემატური ინვენტარიზაციისა და ნაშთების კონტროლის წარმოება.
- საწყობის მოწესრიგება, სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა.
- გადაადგილებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) გაფორმება და მოწესრიგება.
- კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები
- სავალდებულოა: მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის რეალური, მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
- მსგავს პოზიციაზე (საწყობი / ლოგისტიკა / დისტრიბუცია) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
- თბილისის ქუჩებისა და უბნების ნორმალური ცოდნა.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება.
- ფიზიკური დატვირთვისა და დინამიკურ რეჟიმში მუშაობის მზაობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
- სტაბილურ ანაზღაურებას: 1,500 ლარი (Net / ხელზე ასაღები).
- კომფორტულ სამუშაო განრიგს: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ., 1-საათიანი შესვენებით).
განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მძღოლ-დისტრიბუტორი“.