8,842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0CGJFVK2 გამოქვეყნდა 21 სექ 0 ნახვა

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ფინანსისტი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
₾2400 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებაში ფინანსისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 ანაზღაურება: 2400 ლარი (დარიცხული)*

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში (E-Treasury) საგადახდო ვალდებულებებისა და მოთხოვნების დროული შესრულება;
  • საბუღალტრო პროგრამებში ოპერაციების გატარება და დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება;
  • ფინანსური, სტატისტიკური და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სალაროს წიგნის წარმოება და ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო და სახაზინო პროგრამების ცოდნა (ORIS, Fina, ESBA, E-Treasury).

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდურობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

შერჩევის მეთოდები:

  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ფინანსისტი).

  • * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა