8,842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FC32ZV9V გამოქვეყნდა 21 სექ 4 ნახვა

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

აგრონომი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1760 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 1760 ლარი (დარიცხული)*

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაღის დეკორატიული გაფორმების, ყვავილოვანი დიზაინისა და ნაკვეთების მოვლა-განახლების დაგეგმვა;
  • საკოლექციო და დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური სამუშაოების წარმართვა და მცენარეთა მოვლის უზრუნველყოფა;
  • მცენარეთა მავნებელ-დაავადებების დროული იდენტიფიცირება და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარება;
  • მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაოების გადანაწილება და პროცესის მეთვალყურეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აგრონომიის, მებაღეობის ან მცენარეთა დაცვის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია მცენარეთა მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება);
  • სასურველია დამატებითი პროფესიული კურსები მცენარეთა დაცვის, სასუქების გამოყენების, სარწყავი სისტემების ან სანერგე მეურნეობის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის, მართვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საბაღე ინვენტართან და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (აგრონომი).

  • * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა