არქივის მენეჯერი
კომპანიის შესახებ:
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 550 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
პოზიციის დასახელება: არქივის მენეჯერი ადგილმდებარეობა: გლდანი (ახმეტელის მეტროსთან ახლოს). სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი- პარასკევი 09:30 საათიდან 17:30 საათამდე. ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიის საარქივო დოკუმენტაციის მიღების, დახარისხებისა და სისტემატიზაციის პროცესის ორგანიზება;
- დოკუმენტაციის აღრიცხვის, კლასიფიკაციისა და შენახვის პროცესის მართვა;
- ფიზიკური და ელექტრონული საარქივო ბაზების წარმოება და განახლება;
- საჭირო დოკუმენტაციის დროული მოძიება, გაცემა და მოძრაობის კონტროლი;
- დოკუმენტაციის შენახვის ვადების, არქივის წესებისა და შიდა პროცედურების კონტროლი;
- არქივის სივრცის, დოკუმენტაციისა და ინვენტარის მოწესრიგებულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- არქივის, დოკუმენტაციის მართვის ან ადმინისტრაციულ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დოკუმენტაციის სისტემატიზაციისა და ორგანიზების კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის MS Office-ის, ცოდნა.
სხვა უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე, 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების და დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.