7824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0D89PH9S გამოქვეყნდა 31 აგვ 5 ნახვა

გაყიდვების სპეციალისტი

ფუდ ალიანსი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ქართულ-ფრანგულ პურ-ფუნთუშეულის სერტიფიცირებულ საწარმო ფუდ ალიანსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე HORECA მიმართულებით, აჭარის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები: - HORECA მიმართულებით ახალი კლიენტების მოძიება, მოზიდვა და განვითარება; - არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და შენარჩუნება; - ყოველდღიური კომუნიკაცია არსებულ კლიენტებთან და მათი რეგულარული ვიზიტები; - კლიენტებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება; - გაყიდვების ზრდისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; - კლიენტების ბაზებისა და გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატური წარმოება; - დებიტორული დავალიანებების კონტროლი; - ყოველკვირეული რეპორტინგი გაყიდვებისა და კლიენტების მიმართულებით; - Retail მიმართულებით აჭარის რეგიონში არსებული კლიენტების შენარჩუნება და ბიზნესის გაფართოება.

სამუშაო პირობები: - მოქნილი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი - სამუშაო ადგილი: აჭარა

ძირითადი მოთხოვნები: - აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - სასურველია HORECA სექტორში მუშაობის გამოცდილება; - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - კლიენტებთან ურთიერთობისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების მართვის უნარი; - შედეგზე და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებული და საბონუსე სისტემა - საწვავით უზრუნველყოფა - ჯანმრთელობის დაზღვევა - სტაბილური სამუშაო გარემო; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV: Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფუდ ალიანსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა