← ყველა ვაკანსია

0E4Q7N6S გამოქვეყნდა 16 ნოე 0 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

ჯი ეს ემ მოტორს საქართველო

ჯი ეს ემ მოტორს საქართველო

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია “ ჯი ეს ემ მოტორს საქართველო” 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

პოზიციის შესახებ GSM Motors ეძებს მთავარ ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს ბუღალტერიის გუნდს, მართავს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვას და პასუხს აგებს თვისა და წლის დახურვაზე, საგადასახადო შესაბამისობასა და მონაცემების სიზუსტეზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • ბუღალტერიის გუნდის ხელმძღვანელობა: დავალებების განაწილება, დატვირთვისა და ვადების კონტროლი, თანამშრომლების სწავლება.
  • თვისა და წლის დახურვის მართვა, შეჯერებებისა და კორექტირებების შემოწმება; სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების განვითარება.
  • დღგ-ისა და ქონების გადასახადის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, სხვა დეკლარაციების სისწორისა და ვადების ზედამხედველობა; ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა.
  • საერთაშორისო გადარიცხვები, საბანკო ოპერაციების კონტროლი და ბანკის შეჯერებების დამტკიცება.
  • იმპორტის, თვითღირებულების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი, ცვეთის დარიცხვა, ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის შემოწმება.
  • ხელფასებისა და სხვა დარიცხვების შემოწმება, სახელფასო უწყისის დამტკიცება გადარიცხვამდე.
  • დებიტორულ-კრედიტორული ნაშთებისა და მომწოდებლების ავანსების კონტროლი, უცხოელი მომწოდებლების ავანსების დახურვა, სხვაობების გადაწყვეტა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; თვიური და წლიური დახურვის სრული ციკლის მართვის პრაქტიკა.
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel-ის ცოდნა.
  • რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
  • ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.

პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის მე-4 შესახ. N5

განაცხადის გამოგზავნა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე სათაურში მიუთითეთ „მთავარი ბუღალტერი“. გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა