PET ბოთლის გასაბერის ოპერატორი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე: PET ბოთლის გასაბერის ოპერატორი - 2 ვაკანსია
მოთხოვნები:
- საწარმოო დანადგარებისა და ხაზების მომსახურების გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა.
- ტექნიკასთან, მექანიზმებთან და ელექტრონულ დანადგარებთან მუშაობის უნარი - სავალდებულოა.
- გასაბერი მანქანების მუშაობის პრინციპებისა და ტექნოლოგიური პროცესის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლის უნარი (ტემპერატურა, წნევა, ციკლის დრო).
- კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
- ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
- პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა, შესრულების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- PET ბოთლების გამოშვება დამტკიცებული ტექნიკური პირობების შესაბამისად.
- დანადგარის ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლი.
- პროდუქციის გამოშვების დოკუმენტაციის წარმოება, მუშაობა Оne Рack ‑ში.
- საამქროს ტერიტორიისა და ტექნოლოგიური დანადგარების დასუფთავება.
- ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება საწარმოში მინდობილ უბნებზე.
- მზა პროდუქციის ჩაყრა, შეფუთვა და გადაადგილება.
სამუშაო პირობები:
- ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე (2 სამუშაო დღე - დღის ცვლა, მომდევნო 2 დღე დასვენება + ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
- ანაზღაურება - 1750 ლარი ხელზე ან 10.46 ლარი საათში გამოსაცდელი პერიოდის - 3 თვის განმავლობაში. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ლარი ხელზე ან 11.96 ლარი საათში.
- პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
- სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.