მიმტანი
ჩინური კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ობიექტი: ქართული რესტორანი სამუშაო ადგილი: გუანჯოუ, ჩინეთი
ანაზღაურება და პირობები:
** ხელზე ასაღები ხელფასი: 1, 000 აშშ დოლარი; ** დამატებითი ბონუსები გაყიდვებში აქტიური ჩართულობის საფუძველზე; ** დაწინაურების პერსპექტივა - წარმატებულ და მოტივირებულ თანამშრომელს აქვს პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და პროფესიული მომსახურება; ** შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება; ** კერძებისა და სასმელების მიწოდება; ** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება; ** რესტორნის მომსახურების სტანდარტებისა და სისუფთავის დაცვა; ** მენიუს, ქართული კერძებისა და ღვინოების შესახებ სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** ღონისძიებების, ქართული კულინარიული დღეებისა და ღვინის დეგუსტაციების მომსახურებაში მონაწილეობა; ** რესტორნისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში მონაწილეობა; ** გაყიდვების ხელშეწყობა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება სტუმრებისთვის; ** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და სამუშაო დისციპლინის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მიმტანად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება - დიპლომის არსებობა სავალდებულოა; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** პოზიტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური პიროვნება; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა; ** გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულენოვანი რეზიუმე (CV), თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2744726810@qq.com და ელ.ფოსტის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.