9776 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0EMA9QB7 გამოქვეყნდა 9 ოქტ 31 ნახვა

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

კაპიტალ სქვერი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Capital Square" ეძებს გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და ოპტიმიზაციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი; სპორტის სასახლის უკან. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:30

ძირითადი მოვალეობები:

  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • Meta Ads სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
  • სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა, სეგმენტაცია და ტარგეტირება;
  • ხარისხიანი ლიდების (Leads) მოზიდვაზე ორიენტირებული კამპანიების განხორციელება;
  • სარეკლამო კრეატივებისა და ტექსტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • A/B ტესტირების ჩატარება და კამპანიების შედეგების გაუმჯობესება;
  • ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (CPL, CPC, CTR, Conversion Rate და სხვა) მონიტორინგი და ანალიზი;
  • Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • სარეკლამო კამპანიების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა ლიდების ხარისხისა და კონვერსიის გასაუმჯობესებლად;
  • კონკურენტების ციფრული აქტივობებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • Meta Ads Manager-ის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვის, მართვისა და ოპტიმიზაციის უნარი;
  • Performance Marketing-ის ძირითადი პრინციპებისა და KPI-ების ცოდნა;
  • Google Ads-ისა და Google Analytics 4-ის ცოდნა;
  • მონაცემების ანალიზისა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სარეკლამო ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ლიდების გენერირების კამპანიების წარმატებით მართვის გამოცდილება.

ანაზღაურება: მოლაპარაკების საგანია — გამოცდილების მიხედვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა