9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0F79J529 გამოქვეყნდა 7 ოქტ 35 ნახვა

ნუტრიმაქსი

ნუტრიმაქსი

ტექნიკოსი

ნუტრიმაქსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ტექნიკოსი
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾2000 / თვეში −7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,154 ₾ · 29 განცხადება ბოლო ვადა: 4 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა; ანაზღაურება - 2 000 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი - 6 სამუშაო დღე კვირაში (ორშაბათი - ოთხშაბათი 09:00-18:00, პარასკევი - შაბათი 09:00-18:00, ხუთშაბათი 09:00-16:00); დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი მოვალეობები: - საწარმოს მექანიკური მოწყობილობების და აღჭურვილობების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება წარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად; - მექანიკური მოწყობილობების ცვეთის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება; - სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის მოვლა, უსაფრთხო და ფუნქციონალურ მდგომარეობაში მათი შენარჩუნება; - სიმაღლეზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელება შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. - მოწყობილობების და დანადგარები ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი „GoAudit”-ის პროცედურების მიხედვით. - შესრულებული სარემონტო სამუშაოების დაფიქსირება და გახარჯული სარემონტო მასალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. - უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; - ტექნიკური სამუშაოების შესრულება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.

ძირითადი მოთხოვნები: - განათლება: ზოგადი ტექნიკური ან პროფესიული - სამუშაო გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წელი;

უნარ-ჩვევები: - სხვადასხვა სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი; - მექანიკური და ელექტრო-მექანიკური სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა და მათი უსაფრთხოდ გამოყენების წესები; - სიმაღლეზე ტექნიკური სამუშაოების შესრულები უნარი; - საწარმოებში არსებული დანადგარების და მოწყობილობების ტექნიკური ნაწილის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები: - მინიმალური საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების ცოდნა; - სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს საწარმოს მიმდებარე ლოკაციაზე (ორთაჭალა, ისანი, ვარკეთილი, ფონიჭალა, რუსთავი, თელეთი და ა.შ).

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობი გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

დეტალების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/XyS6F

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა