7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0FWP97EF გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

უფროსი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საპენსიო პროდუქტის მიმართულებით.

ჩვენ შესახებ: "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში.

ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი.

სამუშაო პირობები: - სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15; - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი - ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ: - პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; - საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს; - მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; - ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი პასუხისმგებლობები: - სამიზნე სეგმენტების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია საპენსიო პროდუქტისთვის; - სეგმენტზე მორგებული კომერციული შეთავაზებების შემუშავება შესაბამისი პირების ჩართულობით; - ბაზრის და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი, ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების ფორმირება; - იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის დამყარება, ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათთან შეხვედრის ორგანიზება და პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარება; - გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა; - საპენსიო პროდუქტის გაყიდვების მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება; - გაყიდვების მენეჯერების ჯგუფისთვის პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტის გაყიდვების მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მხარდაჭერა.

ვაკანსიის მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება; - სადაზღვევო/საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი; - ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პროაქტიულობა

ირაო გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jMKTT6V

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა