ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „ქოლ-ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სატელეფონო ზარებზე პასუხი; - ინფორმაციის მიღება, სწრაფად დამუშავება, მიწოდება მომხმარებლისთვის; - სატელეფონო კონსულტაციის გაცემა; - შეკვეთების მიღება და გადამისამართება საჭიროებისამებრ; - მომხმარებლების ინფორმირება აქციებისა და მომსახურების შესახებ; - გამოკითხვაში მონაწილეობა; - შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სასურველია; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Internet ); - ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება; - ინგლისური ენის ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SBqwLWe
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.