8952 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0GY8J92B გამოქვეყნდა 2 ოქტ 10 ნახვა

კანო

კანო

მხაზველი

კანო გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

კომპანია "კანო" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

კომპანია "კანო" 1984 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. დაარსების დღიდან ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულყოფილ პროცესებს.

კომპანია "კანოს"-ს ზრდა და ორმოცწლიანი სტაბილურობა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის შესაბამისად მუშა ნახაზების შედგენა;
  • პროექტის მიხედვით დეტალების ზომებისა და პარამეტრების დატანა;
  • ნახაზების შესაბამისობის შემოწმება ტექნიკურ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან;
  • პროექტის ვადების დაცვა;
  • ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე;
  • სამუშაოს შესაბამისობა უსაფრთხოების, სამშენებლო და ინდუსტრიულ სტანდარტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მხაზველის პოზიციაზე;
  • AutoCAD, SolidWorks, Revit და CAD პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური/რუსული).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის N5. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კანო
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა