ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ცინცაძის N24ა სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების სრული პროცესის მართვა;
- ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების ზედამხედველობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე;
- მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;
- ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) კონტროლი;
- კონტრაქტორი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
- რემონტის დასრულების შემდეგ, ობიექტისთვის საჭირო ავეჯის, სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის შეკვეთის პროცესის მართვა;
- რემონტის/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, სარეკლამო და მარკეტინგული მასალების მონტაჟის ზედამხედველობა, მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
- სამშენებლო/სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების კონტროლი კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან კოორდინაციით;
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
- სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;
- აუცილებელია სამშენებლო პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/EEVo5
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.